
01თებ,2021
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
განთავსების თარიღი:30 დეკემბერი, 2020 წელი
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 2020 წლის 30 დეკემბერს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ა) რელიგიის ისტორიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
ბ) ფსიქოლოგიის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
სამართლის ფაკულტეტი
ა) საჯარო სამართლის მიმართულებით - პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
ბ) საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
გ) სამოქალაქო სამართლის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი, აფილირების პირობით.
დ) სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
ე) სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
ვ) საკორპორაციო და გადახდისუუნარობის სამართლის მიმართულებით - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი
ა) გამოყენებითი მათემატიკისა და კალკულუსის მიმართულებით (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის) - ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური ადგილი.
თუ კანდიდატები ვერ დააკმაყოფილებენ გამოცხადებულ მოთხოვნებს ისინი ვერ აირჩევიან აკადემიურ თანამდებობებზე.
აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ძირითადი კრიტერიუმი:
- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა);
- კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა;
- პროფესიული განვითარება;
- სტიპენდიები და გრანტები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- უცხო ენის (მათ შორის დარგობრივი) ცოდნა;
- საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა;
- სასწავლო კურსის კონცეფციის ზეპირი პრეზენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
- გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
ვ) კვალიფიკაციის: უმაღლესი განათლების და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ზ) ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი
შენიშვნა: უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თვისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადინისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას შესაბამისი ცნობის წარმოდგენა.
პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
- საბუთების მიღება განხორციელდება 2021 წლის 01 თებერვლიდან 03 თებერვლის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
- საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2021 წლის 04 თებერვლიდან
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 09 თებერვლამდე.
- კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.