09თებ,2021
შიდა მობილობა
ცხადდება შიდა მობილობა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
ვაკანტური ადგილები:
- საერთაშორისო ურთიერთობები - 5
- ბიზნესის ადმინისტრირება - 5
- ტურიზმი - 10
- თეოლოგია - 3
- სამართალი - 5
- პოლიტიკის მეცნიერებები - 5
- ფსიქოლოგია - 15
- სოციოლოგია - 5
მნიშვნელოვანი ვადები:
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2021 წლის 09 თებერვლიდან - 14 თებერვლის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 2021 წლის 15 თებერვლიდან - 17 თებერვლის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 2021 წლის 19 თებერვალი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
- ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 17-მდე, მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. #3 ან ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე - info@sabauni.edu.ge.