28იან,2021
გარე მობილობა
განთავსების თარიღი:16 იანვარი 2021 წელი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობის წესით სტუდენტების მიღებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტზე:
ვაკანტური ადგილები პროგრამების მითითებით:
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
|
1 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
20 |
|
2 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
|
3 |
ბაკალავრიატი |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
4 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
20 |
|
5 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
30 |
|
6 |
ბაკალვრიატი |
სოციოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
იხსნება პირველი და მეორე სემესტრის საგნები |
7 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანმანთლებლო პროგრამა |
20 |
იხსნება პირველი და მეორე სემესტრის საგნები |
8 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამა |
10 |
იხსნება პირველი და მეორე სემესტრის საგნები |
9 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
10 |
მაგისტრატურა |
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
11 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
|
მნიშვნელოვანი ვადები:
- სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2021 წლის 28 იანვრიდან 08 თებერვლის 18:00 საათამდე www.eqe.ge), რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით,
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2021 წლის 09 თებერვლიდან - 14 თებერვლის ჩათვლით.
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება 2021 წლის 15 – 17 თებერვალი.
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა − 2021 წლის 19 თებერვალი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ა) სარეგისტრაციო განაცხადი (ჩამოტვირთეთ აქედან);
- ბ) ბაკალავრიატის შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი, მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი ;
- გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- დ) 2 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
- ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა)
- ვ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) ამონაწერი სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება);
- ზ) ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ;
- თ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით (დამოწმებული დადგენილი წესით);
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-თ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსები) წარმოდგენა.
მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ა) ბაკალავრიატის შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი, მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი.
- ბ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
- გ) სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში);
- დ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
- ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა)
- ვ) მობილბის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი;
დოკუმენტაციის მიღება წარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 1000 - დან 1700 საათამდე მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3 ან ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამოდინარე, დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge.