16აპრ,2021
Erasmus+ პროგრამა ესპანეთში
განთავსების თარიღი:17/03/2021
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტების ბაკალავრიატის (პირველი კურსისა და დამამთავრებელი სემესტრის გარდა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
პირობები:
- სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით 5 თვის განმავლობაში
- პროგრამა ასევე ფარავს სტუდენტის მგზავრობის ხარჯებს (ბილეთებს შეიძენს ესპანური მხარე)
- სტუდენტმა მობილობის პერიოდში უნდა აიღოს მინიმუმ 24 ECTS კრედიტის ეკვივალენტი საგნები, რომელიც საბაუნიში დაბრუნების შემდეგ აღიარდება.
სტუდენტებმა სასწავლო კურსები უნდა აირჩიონ შემდეგი პროგრამიდან International Semester Program in Commerce,
შემოთავაზებულ კურსებს გაეცანით ბმულზე:
რეგისტრაცია მიმდინარეობს ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ონლაინ პორტალზე 16 აპრილის 11:00 საათამდე (ესპანური დროით).
გთხოვთ, რეგისტრაციამდე კონსულტაცია გაიაროთ ფაკულტეტთან (სასწავლო საგნებთან დაკავშირებით) და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერთან (საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით).
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- ფოტოსურათი
- პასპორტი
- CV (Europass ის ფორმატში (https://europass.cedefop.europa.eu/es/documents/curriculum-vitae)
- სარეკომენდაციო წერილი
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ფურცელი
- ენის დამადასტურებელი დოკუმენტი /სერტიფიკატი
- ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება
- სამოტივაციო წერილი
- სოციალურად დაუცველის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გაცემული შესაბამის ცნობა
- შშმ პირის შემთხვევაში, ავტორიზებული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა
- დაზღვევისა და საგადასახადო ვალდებულის შესრულების დეკლარაცია. (შესაძლებელია პორტალიდან ჩამოტვირთვა), დეკლარაციას ხელს აწერს აპლიკანტი სტუდენტი.
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურად
რეგისტრაციის დასასრულებლად, დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ სტუდენტი მიიღებს ბმულს, რომელზე განთავსებული ინფრომაცია უნდა ამოიბეჭდოს, ხელმოწერილი და დასკანერებული აიტვირთოს პორტალზე.
შენიშვნა: არასწორად შევსებული ან არასრულად წარდგენილი დოკუმენტიაციის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართება:
პირველ ეტაპზე: საბაუნი დაამოწმებს სტუდენტების მიერ ატვირთული დოკუმეტების სისწორეს.
მეორე ეტაპზე აპლიკანტის დოკუმენტაცია შეფასდება ქართული და ესპანური უნივერსიტეტების მიერ.
იმისათვის, რომ საბაუნიმ შეძლოს სტუდენტების ობიექტურად შეფასება, პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ, გაიმართება შეხვედრა/ინტერვიუ საბაუნის შესარჩევ კომისიასთან. ინგლისური ენის სერტიფიკატი არ არის მოთხოვნილი მიმღები უნივერსიტეტის მიერ, რადგან ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა და ივარაუდება რომ აპლიკანტმა იცის სათანადოდ ინგლისური. საბაუნის შესარჩევ კომისიას დასჭირდება სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმეტი, ამიტომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტირებულ სტუდენტებმა უნდა გადმოაგზავნონ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). თუ სტუდენტს არ აქვს მსგავსი დოკუმენტი, მან უნდა გაიაროს ტესტირება უნივერსიტეტის ენების ცენტრში.
შეფასების კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 60%
- მოტივაცია -20 %
- არჩეული სფეროს რელევანტურობა - 20%
საბაუნის შესარჩევი კომისია კანდიდატების შეფასებისას გაითვალისწინებს მათი ინგლისური ენის ცოდნის დონესაც.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ვალიადოლიდის უნივერსიტეტის შესარჩევი კომისია
შენიშვნა: თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება შშმ ან / და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, sh.parunashvili@sabauni.edu.ge ან ტელეფონზე: 577347713; 2422242/115