22მაი,2021
Erasmus+ იტალიაში
განთავსების თარიღი:31/03/2021
ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. (კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს).
სტუდენტების მობილობა განხორციელდება 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრზე ლუმსას უნივერსიტეტში (რომი, იტალია)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი /დიპლომის დანართი;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/პროფესორისაგან.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ თქვენს სახელზე გახსნილი უნივერსიტეტის სტუდენტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 მაისი.
აპლიკანტებს შეარჩევს საგანგებოდ დანიშნული კომისია. შერჩევის მთავარი კრიტერიუმები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- აკადემიური მოსწრება
- მოტივაცია
ეს უკანასკნელი შეფასდება კომისიის მიერ აპლიკანტთან გასაუბრების საფუძველზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 22 მაისი - რეგისტრაცია / საბუთების მიღება
- 23- 30 მაისი - ინგლისური ენის ტესტირება (მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი), გასაუბრება / ნომინირება
კომისიის მიერ შერჩეულ სტუდენტებს განიხილავს მიმღები უნივერსიტეტი და საბოლოო პასუხი ცნობილი გახდება მიმღები უნივერსიტეტის დადასტურების შემდეგ.
ლუმსას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საგნებს გაეცანით ბმულზე:
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
კოვიდ სიტუაცია ქვეყანაში: