02სექ,2021
შიდა მობილობა 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრზე
განთავსების თარიღი:08/20/2021
- 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით ჩარიცხვისათვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები
№ |
საფეხური |
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
ბაკალავრიატი |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
4 |
2 |
ბაკალავრიატი |
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა |
4 |
3 |
ბაკალავრიატი |
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
4 |
ბაკალავრიატი |
ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
8 |
5 |
ბაკალავრიატი |
სოციალოგიის საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
6 |
ბაკალავრიატი |
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
7 |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა |
5 |
8 |
მაგისტრატურა |
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა |
2 |
9 |
მაგისტრატურა |
საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა |
3 |
მნიშვნელოვანი ვადები:
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2021 წლის 02 სექტემბრიდან - 08 სექტემბრის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 2021 წლის 09 სექტემბრიდან - 14 სექტემბრის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდება - 2021 წლის 16 სექტემბერი.
შიდა მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. #3 ან ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე - info@sabauni.edu.ge.