07ოქტ,2021
Erasmus+ სტიპენდიები სტუდენტებისა და პერსონალისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს და საბაუნისთან აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს.
• შეჩერებულ სტატუსის მქონე სტუდენტებს
• დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს)
• სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება
2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრზე მობილობა განხორციელდება ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში
უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
სტუდენტის მობილობა |
აკადემიური პერსონალის მობილობა |
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა |
შემოთავაზებული სასწავლო კურსების ბმულები |
იგნატიანუმი |
პოლონეთი |
ტურიზმი, სოციოლოგია |
ბიზნესი, ფსიქოლოგია |
|
https://www.ignatianum.edu.pl/IRO-education-offer |
იოანე პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი |
პოლონეთი |
|
თეოლოგია, რელიგია, ფილოსოფია , ეთიკა |
|
|
ლუბლინის მეწარმეობის უნივერსიტეტი |
პოლონეთი |
|
ბიზნესი |
|
|
პალაცკი უნივერსიტეტი ოლომოუსში |
ჩეხეთი |
თეოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია |
თეოლოგია, |
|
https://www.cmtf.upol.cz/en/short-term-courses/ |
რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი |
სლოვაკეთი |
სოციოლოგია, ფსიქოლოგია, |
ფილოსოფია, თეოლოგია, ფსიქოლოგია |
|
https://www.ku.sk/en/foreign-relations/erasmus-ka107/courses-offered/ |
უნივერსიტეტი ლუმსა |
იტალია |
სამართალი, ბიზნესი |
ბიზნესი, სამართალი |
არ არის წინასწარ განსაზღვრული |
https://www.lumsa.it/en/international_erasmus_students_catalog |
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი |
საფრანგეთი |
|
|
ინოვაციები, ინტერნაციონალიზაცია |
|
პროგრამა სრულად ფარავს აპლიკანტის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს. დეტალურად იხილეთ ინფორმაცია ბმულზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი; (სტუდენტების შემთხვევაში მხოლოდ)
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში), (პერსონალის შემთხვევაშიც ცენტრი გასცემს შესაბამის დოკუმენტს)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/პროფესორისაგან/ ხელმძღვანელისაგან (ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში)
- აკადემიური პერსონალის შემთხვევაში, პარტნიორი უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სალექციო კურსის მოკლე აღწერა;
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
შენიშვნა: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
მნიშვნელოვანი ვადები:
27 ოქტომბერი - საბუთების მიღება
28 ოქტომბერი - ტესტირება უცხო ენაში
29 ოქტომბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
ნოემბრის პირველი ნახევარი - პასუხების გაცნობა
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: IR@SABAUNI.EDU.GE , ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში