11დეკ,2021
მე-8 სტუდენტური კონფერენცია
განთავსების თარიღი:11.11.2021
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის რიგით მე-8 სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
კონფერენცია ჩატარდება Online 22 დეკემბერს Google Hangouts Meet-ის პლატფორმაზე.
მონაწილეობის მიღება საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეეძლებათ.
კონფერენციაზე ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აქტუალური საკითხები განიხილება.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია ეკონომიკის, ბიზნესის ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
მნიშვნელოვანი თარიღებია:
I ეტაპი - 7 დეკემბრის ჩათვლით - ელექტრონული რეგისტრაცია;
II ეტაპი - 17 დეკემბრის ჩათვლით - დასრულებული ნაშრომების გამოგზავნა;
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 22 დეკემბერი;
კონფერენციის ჩატარების დრო: 10:00
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/lnyA4
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tamta.gogoladze@sabauni.edu.ge