![საჯარო ლექცია: „ამერიკული ოცნება და ამერიკული რეალობა“](https://www.sabauni.edu.ge/img/events/1716190464.png)
29მაი,2024
საჯარო ლექცია: „ამერიკული ოცნება და ამერიკული რეალობა“
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:13:00
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 29 მაისს, 13 საათზე, სტუდენტურ სივრცეში (#401), გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ამერიკული ოცნება და ამერიკული რეალობა“.
მომხსენებელი: ჩარლზ სმიტი, ბერკლის კალიფორნიის უნივერსისტეტის დოქტორანტი. ამაჟამად იგი ასწავლის ინგლისურ ენას Fulbright-ის, “ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერით.
განსახილველი საკითხები: ყურადღება ძირითადად გამახვილდება შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების ცხოვრებაზე და ამერიკული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.