02მარ,2014
ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექციები
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის N3
1-5 აპრილის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს ვარშავის კარდინალ ვიშინსკის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ეკლესიის ისტორიის დოქტორი იოსებ (იოზეფ) ლუპინსკი. ვიზიტის განმავლობაში სტუმარი საჯარო ლექციებს ჩაატარებს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მოხსენებების განრიგი:
1 აპრილი, სამშაბათი 18.00 სთ - „საეკლესიო კრებები და მისი მნიშვნელობა ეკლესიის ცხოვრებაში“, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, 405-ე აუდიტორია. მის: კ.ქუთათელაძის N3.
2 აპრილი, ოთხშაბათი, 15.30 სთ - „ეკლესიათა სქიზმა“, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, 405-ე აუდიტორია. მის: კ.ქუთათელაძის N3.
3 აპრილი, ხუთშაბათი, 14.00 სთ - „ქართველი და პოლონელი ხალხის ურთიერთობის ისტორია“, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იოზეფ ლუპინსკიმ 1991 წელს იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო რომის გრეგორიანულ უნივერსიტეტში ლიცენციატის საფეხურზე, 1996 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი ეკლესიის ისტორიაში.
პროფესორი ლუპინსკის კვლევის თემებია: პოლონეთის ეკლესიის ისტორია, საარქივო კვლევები.
მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტებში რომსა და პეტერბურგში.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთში (ძირითადად პოლონეთის ეკლესიის ისტორიის თემატიკაზე), ასევე არის მრავალი მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი.
ფლობს ინგლისურ, იტალიურ და პოლონურ ენებს.