
15დეკ,2020
საერთაშორისო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“
11 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“. მესამე კონფერენციის ფოკუსთემა იყო „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება პანდემიურ და პოსტპანდემიურ მსოფლიოში“.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით წარდგნენ როგორც ქართველი პროფესორები და მკვლევრები, ისე უცხოელები კოლეგები საფრანგეთის, ესპანეთის, უნგრეთის, რუსეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციას მოდერატორობდა საბაუნის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი მესხი.