
08თებ,2021
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
2020 წლის 30 დეკემბრის 189-20 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი საკონკურსო კომისიის(ბრძ. #04-21; 2021 წლის 03 თებერვალი) გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 08 თებერვლის 05-21 ბრძანებით: დაინიშნონ აკადემიურ თანამდებობაზე:
ავთანდილ დემეტრაშვილი - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, აფილირების პირობით, საჯარო სამართლის მიმართულებით;
ნაზიბროლა ჩინჩალაძე - ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, აფილირების პირობით, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით;
ნინო ქათამაძე - ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, აფილირების პირობით სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;
სერგო ჭელიძე - არჩეულ იქნას ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით;
ლავრენტი მაღლაკელიძე - ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით;
როინ მიგრიაული - ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საკორპორაციო და გადახდისუუნარობის სამართლის მიმართულებით;
ნანა გოგიჩაშვილი - ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თნამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით;
ნუგზარ ბარდაველიძე - ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე რელიგიის ისტორიის მიმართულებით;
დავით დათუაშვილი - ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მათემატიკისა და კალკულუსის მიმართულებით.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია