07ივნ,2021
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის
მიმდინარე წლის 7 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ორმხრივი თანამშრომლობის გზით ხელი შეეწყოს საქართველოს ტურიზმის მდგრად განვითარებას საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით, ასევე ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მემორანდუმი მოიაზრებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმდჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ.