![ევროპული საბჭოს მოდელირება](https://www.sabauni.edu.ge/img/news/1701760205.png)
05დეკ,2023
ევროპული საბჭოს მოდელირება
1-ელ დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნიერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის, ევროპული საბჭოს მოდელირება.
მოდელირებაში ჩვენი უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მონაწილეები წარმოადგენდნენ ევროპულ საბჭოში შემავალ სახელმწიფოების პირველ პირებს, რომლებმაც საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განიხილეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
სხდომა გახსნა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, რის შემდეგაც ინდივიდუალურად თითოეული სახელმწიფოს პირველმა პირებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს და ბოლოს, საქართველოს დელეგაციისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.