07ივნ,2024
ნიკა ჩიტაძემ საბაუნიში საჯარო ლექცია ჩაატარა
საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 ივნისს, გაიმართა საჯარო ლექცია: "ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების გზები სამხრეთ კავკასიის მაგალითზე".
მომხსენებელი: ნიკა ჩიტაძე, კავკასიის / შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგო-უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საქმეების სპეციალისტი.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები;
- აფხაზეთის და ცხინვალის მაგალითი;
- ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრის შესაძლო სამართლებრივი გზები.