22მაი,2024
საბაუნიში ბესო სოლომანაშვილის წიგნების პრეზენტაცია ჩატარდა
სულხან-საბა ორბელიანის საგანმანათლებლო-შემეცნებითი კლუბის, „იაკამის“ ორგანიზებით, საბაუნიში, მწერლისა და რეჟისორის, ბესო სოლომანაშვილის ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
„ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ და „ლუმპენ მილენიუმი“ ტრილოგიად ჩაფიქრებული ამბის პირველი ორი წიგნია.
ნაწარმოებებში ნათლადაა დახატული, როგორ სპობს და ანადგურებს რუსული ჩექმა ყველაფერს ნათელსა და კეთილშობილს ყველგან, სადაც კი დააბიჯებს.