28სექ,2023
საბაუნიში ჩატარდა კონფერენცია: „ეკლესია ადრეულ საუკუნეებში“
2023 წლის 26-27 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ვუმასპინძლეთ პირველ საერთაშორისო კონფერენციას - „ეკლესია ადრეულ საუკუნეებში“.
ღონისძიება თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა და ქართველ მომხსენებლებთან ერთად, მონაწილეობა საბერძნეთის, იტალიის, რუმინეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტების პროფესორებმა მიიღეს.
კონფერენციას მომხსენებლები ესწრებოდნენ როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
კონფერენციის ჩატარება ყოველწლიურად არის დაგეგმილი.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ დღის წესრიგი.