![საბაუნიში რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა](https://www.sabauni.edu.ge/img/news/1718356935.png)
30მაი,2024
საბაუნიში რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
30 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს:
- ნანა ოვეჩკინა - რაფიელ ერისთავის ცხოვრება და მოღვაწეობა;
- ეკა ვარდოშვილი - ძირითადი ტენდენციები და ევროპული გავლენები XIX საუკუნის I ნახევრის ქართულ ლიტერატურაში;
- მარი სიმონიშვილი - რაფიელ ერისთავის ლირიკის ძირითადი ტენდენციები.
საბაუნის სტუდენტებმა რაფიელ ერისთავის ლექსები მხატვრული ოსტატობით წაიკითხეს და პოეტური ატმოსფეროც შექმნეს.
კონფერენცია საბაუნის ასისტენტ-პროფესორის, ანა გოგილაშვილის მიერ იყო ორგანიზებული.