![შეხვედრა პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილთა](https://www.sabauni.edu.ge/img/news/Sexvedra-profesor-avTandil-demetraSvilTa-1594873064.jpg)
22დეკ,2017
შეხვედრა პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილთა
2017 წლის 22 დეკემბერს საბაუნიში დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმების ქრონიკა”.
მომხსენებელმა - პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმები 1990-იანი წლებიდან დღემდე, რეფორმათა ტალღები, ძირითადი მიმართულებები და მახასიათებლები, ასევე ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებები და გამოწვევები.