![ტრენინგი საბაუნის პერსონალისა და დოქტორანტებისთვის](https://www.sabauni.edu.ge/img/news/treningi-sabaunis-personalisa-da-doqtorantebisTvis-6569e5ea6cc5a.png)
30ნოე,2023
ტრენინგი საბაუნის პერსონალისა და დოქტორანტებისთვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,,საგრანტო განაცხადების მომზადება და მართვა - ჰორიზონტი ევროპას საკონკურსო პროგრამების მაგალითზე".
ტრენინგზე გაზიარებული იქნა კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებზე:
- ჰორიზონტი ევროპას საგრანტო პროგრამები;
- როგორ მოვამზადოთ საგრანტო განაცხადი ჩვენთვის საინტერესო პროგრამისთვის;
- საგრანტო განაცხადის ფინანსური და სამართლებრივი საკითხები.
ტრენინგს გაუძღვნენ:
ლუკა ქემოკლიძე - ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე;
შორენა ბერია - ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის წარმომადგენელი სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებში.