05დეკ,2019
კონფერენცია ადამიანის უფლებებზე
4 დეკემბერს ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში საბაუნის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა I საფაკულტეტო კონფერენცია თემაზე: ადამიანის უფლებები
კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისებასა და ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების მიმართულებით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საბაუნის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქ. დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები
მონაწილეები კონფერენციის ბოლოს სიმბოლური საჩქრებით დასაჩუქრდნენ.