12მარ,2021
საჯარო ლექცია თემაზე ,,გლობალური ეკოლოგიური კრიზისები, პანდემია და ტურიზმი“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 11 მარტს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე ,,გლობალური ეკოლოგიური კრიზისები, პანდემია და ტურიზმი“.
ლექციის მიზანს წაროადგენდა ეკოლოგიური ფაქტორების განხილვა პანდემიით გამოწვეული რეალობის შექმნაში და პრობლემების გადაჭის გზების ძიება.
მოხსენებაში განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა :
- მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, მათგან გამოწვეული საფრთხეები და შექმნილი კრიზისები;
- გარემოს დაბინძურების საკითხები და მათი გავლენა ბიომრავალფეროვნებასა და შესაბამისად ტურიზმის ინდუსტრიაზე;
- კავშირი პანდემიებსა და ეკოლოგიური კრიზისებს შორის;
- გარემოს დაბინძურების შემცირების ალტერნატიული გზები;
- ეკოლოგიური ტურიზმი, როგორც გარემოს დაცვის ერთ-ერთი ალტერნატივა;
- პანდემია და ეკოტურიზმი.
ლექციას უძღვებოდა ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - იზოლდა ხოხაშვილი.