![აკადემიური პერსონალის მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში](https://www.sabauni.edu.ge/img/news/1719917552.jpg)
15მაი,2024
აკადემიური პერსონალის მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის ცხადდება Erasmus+ KA171 სასწავლო მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი), რომელიც განხორციელდება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე. პროექტის ფარგლებში შერჩეული კანდიდატი ლექციებს ჩაატარებს ესპანელი სტუდენტებისათვის. პროგრამა გულისხმობს 5 დღიან მობილობას მასპინძელ უნივერსიტეტში (+2 დღე მგზავრობის).
Erasmus+ KA171 პროექტით ფინანსდება მგზავრობა და ჰონორარი (160 ევრო დღიურად).
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის საშუალებით მიმდინარე წლის 21 ივნისის ჩათვლით (23:59სთ ესპანური დროით)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი
- CV Europass ფორმატში
- ცნობა სტატუსის შესახებ
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (აპლიკანტის, მასპინძელი და გამგზავნი უნივერსიტეტების მიერ - ჩამოტვირთავთ პორტალიდან)
- სამოტივაციო წერილი
- სპეციალური საჭიროებების მქონე აპლიკანტის შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი
- აპლიკანტის მიერ ხელმოწერილი საგადასახადო და ეროვნული სადაზღვევო ვალდებულების შესრულების დეკლარაცია (ჩამოტვირთავთ პორტალიდან)
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური საქმიანობა 0-100 (60%)
- მოტივაცია 0-100 (20%)
- გამოცხადებულ ვაკანტურ სფეროსთან აპლიკანტის პროფესიის რელევანტურობა 0-100 (20%)
შერჩევის ეტაპები:
პირველი ეტაპი (22 ივნისი - 5 ივლისი): გამგზავნი უნივერსიტეტის მიერ აპლიკანტების შეფასება
მეორე ეტაპი (5-19 ივლისი): მიმღები უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიის მიერ აპლიკანტების შერჩევა და ინტერვიუ საჭიროების შემთხვევაში.
მესამე ეტაპი (20 ივლისის შემდეგ): შედეგების გამოქვეყნება
მეოთხე ეტაპი (2024 წლის სექტემბრის დასაწყისი): კომუნიკაცია შერჩეულ კანდიდატებთან
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
408-ე ოთახი,
ტელ.: +995 32 242 22 42/115
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge