![ევროპის დღეების ფარგლებში, საბაუნიში ღონისძიებები ჩატარდა](https://www.sabauni.edu.ge/img/news/1718635048.png)
11მაი,2024
ევროპის დღეების ფარგლებში, საბაუნიში ღონისძიებები ჩატარდა
ევროპის დღეების ფარგლებში, 8, 9, 10 და 11 მაისს საბაუნიში ჩატარდა რამდენიმე საჯარო ლექცია, პანელური დისკუსია და სალონური საუბარი.
8 მაისი: პანელური დისკუსია - „მიშელ მუსხელი - მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით“.
მომხსენებლები:
- გიორგი გორაძე - საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
- მაია მანჩხაშვილი - საბაუნის ასოცირებული პროფესორი, მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების მკვლევარი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის ფედერალიზაციასა და მიშელ მუსხელის როლზე, ევროკავშირის შექმნის პროცესში.
8 მაისი: საჯარო ლექცია - „ევროკავშირისა და ეუთოს როლი საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში“.
შეხვედრას გაუძღვა პროფესორი მალხაზ ვახტანგაშვილი - კონფლიქტოლოგი, ისტორიის დოქტორი.
9 მაისი: სალონური საუბარი - “საკონსულო საქმიანობის სპეციფიკა და კურიოზები ევროპაში”.
შეხვედრას გაუძღვა ქეთევან გოგოლაშვილი - ესპანეთში საქართველოს ყოფილი კონსული.
10 მაისი: პანელური დისკუსია - „გახლეჩილი ქვეყნის პარადიგმა”.
მომხსენებლები: ავთანდილ ჯოხაძე, გია ნოდია, მარიამ ელიაძე, გიორგი მუჩაიძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
- ფიზიკური გეოგრაფიის ფაქტორი ევროინტეგრაციის პროცესში;
- რელიგიური ინსტიტუტები;
- პოლიტიკური ღირებულებები;
- ევრაზიული ალტერნატივა;
- მეზობლები (რუსეთი, თურქეთი, შავი ზღვის აუზის ქვეყნები), როგორც ევროინტეგრაციის ფაქტორები.
11 მაისი: საჯარო ლექცია - „კნუტ ჰამსუნი და საქართველო“.
მომხსენებელი: კახაბერ ლორია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, სკანდინავისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში.
11 მაისი: საჯარო ლექცია - „საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დამოუკიდებლობიდან დღემდე“.
მომხსენებელი: ლაშა ტუღუში - პროფესორი, ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი.