![უნგრელი პროფესორის ვიზიტი საბაუნიში](https://www.sabauni.edu.ge/img/news/1720532914.png)
08ივლ,2024
უნგრელი პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
2024 წლის 8 ივლისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამით პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) პროფესორი, იუდიტ ემეშე ტორგიკი ესტუმრა. უნგრელი სტუმარი შეხვდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფ. თამარ ქობულაძეს, დეკანის თანაშემწეს, ლია გელაშვილსა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს.
შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს მათთვის საინტერესო საკითხები, მოსაზრებები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე. უნგრელი პროფესორი დაინტერესდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიით და მზაობა გამოთქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე.
უნგრელი პროფესორის ვიზიტი საბაუნიში გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით. ამ პერიოდში დაგეგმილია მისი შეხვედრები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და კვლევით ცენტრებთან.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და პეტერ პაზმანის უნივერსიტეტი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული უნივერსიტეტებია, რომლებიც Erasmus+ KA171 პროგრამის გარდა, თანამშრომლობენ სხვადასხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში.