სამართლის მეთოდები
ჟურნალი „სამართლის მეთოდები“ 2017 წლიდან გამოიცემა. იგი სულხან-საბა ორბელიანის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი აკადემიური ჟურნალია, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოიცემა.
ჟურნალი კონცენტრირებულია სამართლის თეორიის, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, მეთოდებისა და პრაქტიკის მიმართულებაზე. მასში ქვეყნდება მრავალფეროვანი ნაშრომები, მათ შორის, სამართლის თეორიისა და ფილოსოფიის კლასიკოსთან თარგმანები.
სტატიები მიიღება წელიწადში ერთხელ, წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. რის შემდეგაც მიღებული სტატიები გაივლის ორმაგი რეცენზირების პროცესს და მთავარი რედაქტორების გადაწყვეტილებით ქვეყნდება ჟურნალის შესაბამის ნომერში.
„სამართლის მეთოდების“ მთავარი რედაქტორები არიან პროფესორი გიორგი ხუბუა (შტაინბაისის უნივერსიტეტი, გერმანია) და დიმიტრი გეგენავა (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო)
- საკონტაქტო ინფორმაცია: legalmethods@sabauni.edu.ge