ინგლისურენოვანი ბიზნესი (ბაკალავრი)
სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ინგლისური
წლიური საფასური: 7162 ლარი
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
მისაღები კონტიგენტი: 10
კოდი ცნობარში: 0880103
პროგრამის ხელმძღვანელი: აკაკი ცომაია
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს საქართველოში და მის საზღვებს გარეთ. ამას ახორციელებს სტუდენტებში თეორიული ცოდნის გადაცემითა და პრაქტიკული უნარების განვითარებით ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კალკულუსის, სტატისტიკის, ფინანსების, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და სამართლის მიმართულებებით.