ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა (ბაკალავრიატი)
- სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
- კოდი ცნობარში: 0880108
- სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
- მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
- სწავლების ენა: ინგლისური
- წლიური საფასური: 3500 ლარი
- მისაღები კონტიგენტი: 20
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო: ისტორია ან მათემატიკა.
პროგრამის ხელმძღვანელი: აკაკი ცომაია
პროგრამის ორიენტირებია:
- საბაკალვრო საფეხურზე იმ ტიპის უნარებისა და ცოდნის ჩამოყალიბება, რამაც უნდა გაზარდოს სტუდენტის საერთაშორისო გარემოში ადაპტირებისა და დამკვიდრების შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ, გულისხმობს, რომ პროგრამა ფოკუსირებული იქნება ინტერნაციონალიზაციის ოთხ ძირითად ორინეტირზე (აქტივობა, კომპეტენცია, კულტურა და პროცესი).
- შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და მომავალში ქვეყნის ეკონომიკური თუ სოცილაური განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, საბაკალვრო საფეხურის სტუდენტებისთვის ფუნდამენტალური და სიღმისეული ცოდნის მიცემა მართვის ხელოვნების, ეკონომიკის, ბიზნესის, ტექნიკური და ფილოსოფიის მეცნიერებების მიმართულებით;
- შესაბამისი უნარების განვითარება, რომელთა მეშვეობითაც საბაკალვრო საფეხურის სტუდენტებმა უნდა შეძლონ სხვადასხვა დისციპლინათა კომპონენტების ურთიერთდაკავშირების გზით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დასკვნების ჩამოყალიბება, აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და სხვა უცხო ენებზე, შემდგომი სწავლების საჭიროებების გაცნობიერება და ღირებულებათა ფორმირების პროცესში მონაწილეობა;
- პოტენციურ დამსაქმებლებთან უწყვეტი პარტნიორული თანამშრომლობის გზით კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამის მიზანი

დასაქმების სფერო
- სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს გააჩნია შესაბამისი სამეწარმეო ცოდნა და უნარები, რომ მოიპოვოს საჭირო კაპიტალი, შეაგროვოს ინოვაციური იდეები, ჩამოაყალიბოს ადეკვატური ბიზნეს-პროექტი, წამოიწყოს ბიზნეს-საქმიანობა, უზრუნველყოს ბიზნესის მდგრადი გაფართოება, გაიტანოს ბიზნესი საერთაშორისო ბაზარზე და ახალი სერვისების განვითარების გზით შექმნას ახალი ბრენდები და გაზარდოს პროდუქციის ცნობადობის დონე მსოფლიო მასშტაბით. ასევე, კურსდამთავრებულს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ სრულად დააკმაყოფილოს როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივი სექტორში მიმდინარე პროცესების მართვასთან დაკავშირებული ვაკანსიების მოთხოვნები. კერძოდ, უნაკლოდ შეძლოს ორგანიზაციის: ფინანსური აღრიცხვა და სხვა ფინანსური მომსახურება; ლოჯისტიკა და შესყიდვების ორგანიზება; მარკეტინგული მომსახურება და პიარი; სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა; საკადრო პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა; კაპიტალის ბაზარზე ფინანსური შუამავლობა;
- კონფლიქტების მართვა; ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და ინოვაციური იდეების შემუშავება; კერძო და სახელმწიფო სექტორში ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- გლობალური მოვლენებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაანალიზების გზით სხვადასხვა მოვლენათა პროგნოზირება და სხვ. ასევე შეუძლია საკუთარი სწავლის მრავალმხრივი შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებებზე ზრუნვა და ღირებულებათა ფორმირების პროცესში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.ამ თვალსაზრისით, კურსდამთავრებული იპოვის სამუშაოს მენეჯმენტის დაბალი და საშუალო იერარქიის საფეხურზე. შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს დაგეგმვის, ორგანიზების, მმართველობით გადაწყვეტილებათა მომზადებისა პროცესებში; მოამზადებს ადმინისტრაციულ-ნორმატიული დოკუმენტების პროექტებს; ეფექტიანად წარმართავს და/ან მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირებაში, კომპანიის სტრატეგიული გეგმებისა და ინოვაციური პროექტების შემუშავებასა და მათ ადმინისტრირებაში.