ადამიანური რესურსების მართვა (მაგისტრატურა)
სპეციალობა: ადამიანური რესურსების მართვა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი/Master of Human Resource Management, კვლევის მაგისტრი ადამიანური რესურსების მართვაში/Research Master in Human Resource Management
სწავლის ხანგრძლივობა: 2 (1+1) წელი, 120 (60+60) კრედიტი
სწავლების ენა: ქართული (ინგლისურენოვანი კომპონენტებით)
წლიური გადასახადი: 3 500 ლარი
პროგრამის ხელმძღვანელი: ნათია ჭელიძე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
ვისთვისაა პროგრამა?
- ვისაც სურს, დაეუფლოს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად კონკურენტუნარიან პროფესიას და პრობლემაზე დაფუძნებულ ცოდნას;
- ვინც საქმიან კარიერაზე ორიენტირებული პიროვნებაა;
- ვინც მზადაა, აღიჭურვოს პრაქტიკული კომპეტენციებით;
- ვინც მოტივირებულია, ფოკუსირდეს ორგანიზაციული კულტურის ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, დაწესებულების უწყვეტ განვითარებასა და წარმატებას, მეორე მხრივ, თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნას, მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას სწრაფადცვალებად, კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ გარემოში;
- ვინც მზადაა, შეიმუშაოს საკადრო პოლიტიკა და განახორციელოს ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლი;
- ვინც ფიქრობს, ისარგებლოს საკუთარი კომუნიკაციის ქსელის გაფართოებით და მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო შეთავაზებებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ (იხ. პარტნიორი უნივერსიტეტები);
- ვისაც სურს ისეთი გამჭოლი კომპეტენციების შეძენა, რომელიც ქმედითია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში კარიერული წინსვლისთვის.
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის (60 ECTS) მიზანია:
- პრობლემაზე დაფუძნებული ცოდნის მქონე, კონკურენტუნარიანი, ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე გათვლილი კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს განათლებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის სამომავლო განვითარებაში;
- კურსდამთავრებულმა განსაზღვროს საკადრო მენეჯმენტის პრიორიტეტები ორგანიზაციის კორპორაციულ ინტერესებთან კორელაციაში; რისკების, დანახარჯებისა და სარგებლის გათვალისწინებით შეიმუშაოს მიზანმიმართული სამოქმედო სტრატეგია და საკადრო პოლიტიკა;
- მოახდინოს ადამიანური რესურსის ქცევის გუნდური და ინდივიდუალური მოტივატორების იდენტიფიცირება, გამოავლინოს შრომითი განწყობები და სამუშაო სტრესის ფსიქო-სოციალური რისკები ორგანიზაციაში, შეიმუშაოს ქცევის პროგნოზირების ტექნიკა და განახორციელოს ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლი;
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის (60 ECTS) მიზანია:
- დამოუკიდებლად დაგეგმოს და კონკრეტულ ორგანიზაციულ ქცევაზე დაკვირვებით წარმართოს სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, მიღებულ და გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით კი დასაბუთებული დასკვნები წარადგინოს და იმსჯელოს აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან;
- ფოკუსირდეს ორგანიზაციული კულტურის ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, დაწესებულების უწყვეტ განვითარებასა და წარმატებას, მეორე მხრივ,თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნას, მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას სწრაფადცვალებად, კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ გარემოში.
დასაქმების სფერო
სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნა, პასუხისმგებლობის გაცნობიერება და განვითარებული უნარები კურსდამთავრებულს მისცემს შესაძლებლობას, დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, საჯარო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადამიანური რესურსების მართვის ან დასაქმების ხელშეწყობის სამსახურების სპეციალისტად ან საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერად, კონსულტანტად და ანალიტიკოსად.
ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა