ფსიქოლოგია (ბაკალავრი)
სპეციალობა: ფსიქოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის ბაკალავარი
კოდი ცნობარში: 0880102
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2 950 ლარი
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: ბიოლოგია, ისტორია, მათეატიკა.
სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით
მისაღები ადგილების რაოდენობა: 120
პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ქობულაძე
ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
- გააცნოს ფსიქოლოგიის არსი; ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების ისტორია; თანამედროვე ფსიქოლოგიის სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University 2 ძირითადი მიგნებები და გამოწვევები.
- შესძინოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა ქვედარგის (პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია) შესახებ ფართო თეორიული ცოდნა;
- გამოუმუშავოს ფსიქოლოგისთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული, მათ შორის კვლევითი უნარ-ჩვევები; ამასთანავე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების და ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
- გამოუმუშავოს ფსიქოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტიანად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
- ჩამოუყალიბოს პროფესიული საქმიანობისას ეთიკის პრინციპების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის, ცოდნის მუდმივი განახლების, კომპეტენციების სრულყოფისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პასუხისმგებლობა.