სოციოლოგია (ბაკალავრი)
სპეციალობა: სოციოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციოლოგიის ბაკალავრი
კოდი ცნობარში: 0880104
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2 750 ლარი
მისაღები კონტიგენტი: 25
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი აუცილებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა
(გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: ისტორია ან მათემატიკა.
პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი თავაძე
თანახელმძღვანელი: ნანო პაჭკორია
სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს:
- შესძინოს სოციოლოგიის საფუძვლებისა და ძირითადი თეორიების, ასევე, სოციოლოგიის სხვადასხვა აქტუალური მიმართულების შესახებ ფართო თეორიული ცოდნა;
- განუვითაროს სოციოლოგიური პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების, აგრეთვე, ეფექტური კომუნიკაციის, სოციოლოგიის მიმართულებით ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი;
- ჩამოუყალიბოს სოციალური კვლევის პრაქტიკული და სოციოლოგიის თეორიის პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
- სოციოლოგიის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
- მისცეს სოციოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ და თანამედროვე თემაზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარჩვევები, სოციოლოგიური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.
კურსდასაქმებული შეძლებს:
- სოციოლოგიური პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი არსის ჩამოყალიბებას, პრობლემის გადაწყვეტის თეზისის განვითარებას, მისი გადაწყვეტის ადეკვატური გზების შერჩევასა და პრობლემის გადაწყვეტის შერჩეული მიდგომების თაობაზე კომუნიკაციას;
- მონაცემების შეგროვებას, სტანდარტული და უახლესი მეთოდის გამოყენებით განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზს;
- აბსტრაქტულ აზროვნებას, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს, ასევე, ახალი იდეების გენერირების, დისკუსიის წარმართვის, საკუთარი მოსაზრებების საჯარო წარდგენის უნარების გამომუშავებას.