შერჩევის პროცედურები
სტუდენტებს შეარჩევს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესარჩევი კომისია რომლის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან: პრორექტორი (თავმჯდომარე) ფაკულტეტის დეკანები (წევრები), კონკურსში გამოცხადებული მიმართულებების პროფესორები (წევრები), სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი, გაცვლითი პროგრამით მოსარგებლე ერთი სტუდენტი (წევრი) და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი (მდივანი).
შესარჩევი კომისია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე აფასებს მათ შემდეგი კრიტერიუმებით:
- აკადემიური მოსწრება - 30 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა - 25 ქულა;
- მოტივაცია - 25 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა - 10 ქულა;
- სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 10 ქულა
შესარჩევი კომისია სადოქტორო პროგრამის სტუდენტებთან (კვლევითი მობილობის შემთხვევაში) ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე აფასებს მათ, როგორც წესი, შემდეგი კრიტერიუმებით:
- კვლევის გეგმა - 3 ქულა;
- რელევანტურობა გამოცხადებული მობილობის მიმართულებასთან - 3 ქულა;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები - 3 ქულა;
- უცხო ენის ცოდნა - 3 ქულა;
- საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა კურიკულუმ გარე აქტივობებში მონაწილეობა - 3 ქულა