• ვიდეო გალერეა
  • info@sabauni.edu.ge
  • EN
  • GE
შესვლა
Logo
  • ჩვენ შესახებ
    • უნივერსიტეტი
      • რექტორის მიმართვა
      • ისტორია
      • მისია და ხედვა
      • სიმბოლიკა
      • სტრატეგიული გეგმა
      • ბიუჯეტი
      • სტრუქტურა
      • დოკუმენტები
      • ავტორიზაცია/აკრედიტაცია
      • პროგრამების კატალოგი
      • ანგარიშები
      • სტატისტიკა
    • პერსონალი
      • აკადემიური პერსონალი
      • მრჩეველთა საბჭო
      • ადმინისტრაცია
      • დასაქმება
      • სიახლეები
    • პროფესიული განვითარების ცენტრი
      • ცენტრის შესახებ
      • სიახლეები
    • ბიბლიოთეკა
      • საქმიანობა და ფუნქცია
      • სერვისები
      • სივრცის დაჯავშნის ინსტრუქცია
      • ელექტრონული კატალოგი
      • სამეცნიერო ბაზები
      • ინსტრუქცია
      • სასარგებლო ბმულები
  • აბიტურიენტებისთვის
    • რატომ საბაუნი
    • სიახლეები
    • მიღება
    • აბიტურიენტებისთვის - პროგრამები
      • ბიზნესის ადმინისტრირება
      • ტურიზმი
      • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
      • სამართალი
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • ფსიქოლოგია
      • პოლიტიკის მეცნიერება
      • სოციოლოგია
      • თეოლოგია
      • ინგლისური ფილოლოგია
      • საჯარო მმართველობა
    • ორბელიანის აკადემია
      • პროექტის შესახებ
    • ღია კარის დღეები
    • საბაუნის ენების ცენტრი
  • სტუდენტებისთვის
    • დასაქმება და კარიერული წინსვლა
    • სტუდენტურ საქმეთა მენეჯერი
    • გზამკვლევი
      • აკადემიური კალენდარი
      • საკონსულტაციო ცხრილი
      • დასაქმება/სტაჟირება
      • უცხოელი სტუდენტებისთვის
      • საპროექტო განაცხადი
      • სტუდენტური პორტალის ვიდეო ინსტრუქცია
    • მაგისტრატურა
    • სტიპენდიები
    • სტუდენტური სერვისები
      • სხვა სერვისები
      • კამპუსი
      • ინფრასტრუქტურა
    • თვითმმართველობა
  • ფაკულტეტები
    • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
    • სამართლის ფაკულტეტი
    • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
    • თეოლოგიის ფაკულტეტი
    • სადოქტორო სკოლა
  • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პროექტები
      • ENHANCE-GSL
      • STAR
    • ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიბლიოთეკების საგანძური
    • სიახლეები
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • კონკურსები და სტიპენდიები
    • თანამშრომლობა
      • საერთაშორისო ქსელები და ასოციაციები
      • პარტნიორები
    • Erasmus +
      • Erasmus + ის შესახებ
      • გაცვლითი პროგრამა KA171
      • პარტნიორი უნივერსიტეტები
    • საერთაშორისო სტუდენტები
      • მიღება
      • Guidemate
      • პროგრამები
      • კონტაქტი
    • FUCE სასწავლო გრანტი
      • FUCE სასწავლო გრანტის შესახებ
      • მონაწილეობის პირობები
      • საჭირო დოკუმენტაცია:
    • სწავლა უცხოეთში
      • გაცვლითი პროგრამები
      • საზაფხულო სკოლები
    • პროექტები
    • შთაბეჭდილებები
      • სტუდენტები
      • პერსონალი
  • კვლევა
    • კვლევითი საქმიანობა
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე კვლევითი პროექტები
      • დასრულებული კვლევითი პროექტები
    • კონფერენციები
      • საერთაშორისო კონფერენციები
      • ადგილობრივი კონფერენციები
      • სტუდენტური კონფერენცია
    • კვლევის ეთიკა
      • მიმოხილვა
      • კვლევის ეთიკის დებულება
      • კვლევის ეთიკის საბჭო
    • სამეცნიერო პერსონალი
    • დისერტაციები
    • სამეცნიერო ფონდები და ორგანიზაციები
    • ანგარიშები
      • 2025 - 2026
      • 2020-2021
      • 2024-2025
      • 2021-2022
      • 2022-2023
      • 2023-2024
    • გამომცემლობა
      • გამომცემლობის შესახებ
      • წიგნების კატალოგი
      • გამოცემები
  • სიმპოზიუმი
    • კონფერენციის შესახებ
    • სარედაქციო გუნდი
    • სარედაქციო პოლიტიკა
    • ავტორებისთვის
    • მიმდინარე
    • არქივები
    • ნაშრომების წარდგენა სამეცნიერო ჟურნალში
    • განცხადებები
    • პროგრამები
    • კონფიდენციალურობა
    • საკონტაქტო

კვლევითი საქმიანობა

  • მთავარი
  • კვლევა

კვლევითი საქმიანობა

სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობა აკადემიური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. უნივერსიტეტის კვლევითი ტრადიცია ეფუძნება მის ინსტიტუციურ მემკვიდრეობას და მიმართულია ახალი ცოდნის შექმნის, კვლევის ხარისხის განვითარების, საერთაშორისო ხილვადობის გაზრდის, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენებისკენ.


კვლევითი საქმიანობა ხორციელდება აკადემიურ თავისუფლების, დარგობრივი ავტონომიის, კვლევის ხარისხის, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ჩართულობის გათვალისწინებით და რეგულირდება „სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვის, შეფასებისა და ხელშეწყობის წესით“.
უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა თავდაპირველად ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს მოიცავდა. დღესდღეობით კი კვლევითი პრიორიტეტული მიმართულებები გაცილებით მეტი და მრავალფეროვანია:

  • თეოლოგია და რელიგიის კვლევები;
  •  სამართალი და საჯარო მმართველობას;
  •  ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი და განვითარების კვლევები;
  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
  •  განათლების კვლევები.

საუნივერსიტეტო კვლევითი მიმართულებები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების, ფაკულტეტების დარგობრივი პრიორიტეტებისა და თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევების გათვალისწინებით. პრიორიტეტები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განახლდება. უნივერსიტეტში მოქმედებს დეცენტრალიზებული კვლევითი მოდელი, რომლის ფარგლებში ფაკულტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები საკუთარი დარგობრივი სპეციფიკისა და განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად განსაზღვრავენ კვლევით მიმართულებებს.


კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა და შეფასება ეფუძნება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ჩართულობას და პერიოდულად განახლდება კვლევითი გარემოსა და დარგობრივი საჭიროებების შესაბამისად. უნივერსიტეტში მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები

  • თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი
  •  დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი;
  •  ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრი;
  • დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი;
  •  განვითარების კვლევების ინსტიტუტი;
  •  მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრი.

კვლევითი ერთეულები ქმნიან დარგობრივ და ინტერდისციპლინურ კვლევით გარემოს და ხელს უწყობენ კვლევითი პროექტების, პუბლიკაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

კვლევის მხარდაჭერა 


უნივერსიტეტში მოქმედებს კვლევის მხარდაჭერის ეფექტური სისტემა, რომელიც აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს სთავაზობს: კვლევითი პროექტების განვითარებისა და განხორციელების მხარდაჭერას, საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებასა და ინდივიდუალურ კონსულტირებას, კვლევითი წერისა და პროექტების მართვის ტრენინგებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერას, კვლევით მივლინებებს, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და გამოქვეყნების მხარდაჭერას, საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობას.


მხარდაჭერის მექანიზმები მოქმედებს როგორც ფაკულტეტის, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. უნივერსიტეტი აფინანსებს აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების კვლევით ინიციატივებს შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო და საგამომცემლო პროგრამების ფარგლებში. შიდასაგრანტო სისტემა მიზნად ისახავს: ახალი კვლევითი პროექტების განვითარებას, კვლევითი ინიციატივების ფინანსურ მხარდაჭერას, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებას, კვლევითი კულტურის გაძლიერებას, კვლევის შედეგების გავრცელებასა და საერთაშორისო ხილვადობის ზრდას.

კვლევითი საქმიანობის შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლები, მათ შორის: პუბლიკაციების ხარისხი და ჟურნალების რეიტინგი, კვლევის გავლენა, საერთაშორისო ჩართულობა, სხვა შესაბამისი დარგობრივი კრიტერიუმები. შეფასების შედეგები გამოიყენება კვლევითი პრიორიტეტების, მხარდაჭერის მექანიზმებისა და შემდგომი განვითარების დაგეგმვისთვის. წარმატებული კვლევითი საქმიანობისთვის უნივერსიტეტში მოქმედებს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური წახალისების მექანიზმები.


პოსტდოქტორანტურა


პოსტდოქტორანტურა უნივერსიტეტის კვლევითი განვითარების ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა და მიზნად ისახავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევრების დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. პოსტდოქტორანტურის ფარგლებში მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა: განახორციელოს კონკრეტულ სამეცნიერო პროექტზე დაფუძნებული კვლევა, ჩაერთოს უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში, განავითაროს დამოუკიდებელი კვლევითი კომპეტენციები, ითანამშრომლოს უნივერსიტეტის  აკადემიურ პერსონალთან და კვლევით ერთეულებთან. პროგრამა ხელს უწყობს უნივერსიტეტის კვლევითი ბაზის გაძლიერებასა და ახალი მკვლევრების მოზიდვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო კვლევითი სივრციდან. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მკვლევრების კვლევით საქმიანობაში ჩართვას.


სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომია: პროფესორებთან და მკვლევრებთან ერთობლივ კვლევებში მონაწილეობა; კვლევით პროექტებში ჩართვა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, კვლევითი უნარების განვითარების პროგრამები, სადოქტორო და პოსტდოქტორანტურის კვლევითი შესაძლებლობები, მენტორობის პროგრამა.


კვლევების ინტერნაციონალიზაცია


უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საუნივერსიტეტო კვლევითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია უზრუნველყოფილია ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და მექანიზმების დოკუმენტით, უნივერსიტეტის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით, ასევე კვლევითი საქმიანობის მხარდამჭერი მექანიზმებით, კვლევითი პროდუქტის ხარისხის შეფასების მექანიზმებითა და პერსონალის პროდუქტიულობის შეფასების სისტემით.სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროექტებში, წარმატებით მასპინძლობს არაერთ მუდმივმოქმედ საერთაშორისო კონფერენციას, გამოსცემს საერთაშორისო ჟურნალებს და სხვ., რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის ზრდასა და მის ინტეგრაციასა და აღიარებას გლობალურ აკადემიურ სივრცეში. 

გამომცემლობა


კვლევის შედეგების გავრცელება და საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა უნივერსიტეტის კვლევითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნივერსიტეტი გამოსცემს სასწავლო და სამეცნიერო რესურსებს, საკონფერენციო მასალებს, თარგმანებს და ა.შ. უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები, თარგმანები და სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროდუქტები გამოიყენება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში.


გამოცემებიდან მიღებული შემოსავლები, მათ შორის, მიმართულია ახალი კვლევითი პროდუქტის მომზადებისა და გავრცელებისკენ. უნივერსიტეტში გამოდის ხუთი დარგობრივი და ინტერდისციპლინური აკადემიური ჟურნალი: „დიალოგი“ (2004 წლიდან); „სამართლის მეთოდები“ (2017 წლიდან); „ორბელიანი“ (2019 წლიდან); “Journal of Development Sudies” (2020 წლიდან); „Orbeliani Law Review“ (2022 წლიდან).


აკადემიური კეთილსინდისიერება


აკადემიური კეთილსინდისიერება უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის აუცილებელი პირობაა. უნივერსიტეტში მოქმედებს „პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და რეაგირების წესი“. აკადემიური და კვლევითი ნაშრომების შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო ელექტრონული პლატფორმის (StrikePlagiarism.com) გამოყენებით. სისტემა ხელს უწყობს პლაგიატის პრევენციას, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვასა და კვლევითი კულტურის განვითარებას როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების დონეზე.

უნივერსიტეტში მოქმედებს „სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საუნივერსიტეტო პოლიტიკა“, რომელიც განსაზღვრავს AI-ის პასუხისმგებლიანი, ეთიკური და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაფუძნებული გამოყენების წესებს.

უნივერსიტეტი მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კვლევისა და სწავლა-სწავლების პროცესში, როგორც დამხმარე რესურსს, ადამიანის აკადემიური და შემოქმედებითი როლის შენარჩუნებით. AI-ის გამოყენებისას გათვალისწინებულია გამჭვირვალობის, საავტორო უფლებების, მონაცემთა დაცვისა და კვლევითი ეთიკის მოთხოვნები. კვლევაში AI-ის მნიშვნელოვანი გამოყენების შემთხვევაში მკვლევარი ვალდებულია მიუთითოს გამოყენებული ინსტრუმენტი და მისი გამოყენების მიზანი. კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მკვლევარს. უნივერსიტეტი ასევე უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების ინფორმირებასა და მხარდაჭერას AI-ს ეფექტიანი და კეთილსინდისიერი გამოყენების მიმართულებით .

  • კვლევითი საქმიანობა
  • კვლევითი პროექტები
    • მიმდინარე კვლევითი პროექტები
    • დასრულებული კვლევითი პროექტები
  • კონფერენციები
    • საერთაშორისო კონფერენციები
    • ადგილობრივი კონფერენციები
    • სტუდენტური კონფერენცია
  • კვლევის ეთიკა
    • მიმოხილვა
    • კვლევის ეთიკის დებულება
    • კვლევის ეთიკის საბჭო
  • სამეცნიერო პერსონალი
  • დისერტაციები
  • სამეცნიერო ფონდები და ორგანიზაციები
  • ანგარიშები
    • 2025 - 2026
    • 2020-2021
    • 2024-2025
    • 2021-2022
    • 2022-2023
    • 2023-2024
  • გამომცემლობა
    • გამომცემლობის შესახებ
    • წიგნების კატალოგი
    • გამოცემები
logo
  • გზამკვლევი უცხოელი სტუდენტებისთვის
  • რეკვიზიტები
  • ღონისძიებების ინიცირება
  • კონტაქტი
  • ელექტრონული კატალოგი
  • საიტის რუქა
  • მაგისტრატურა
  • აკადემიური კალენდარი
  • პროგრამები
  • ბატონიშვილის ბიბლიოთეკა
  • Cookie პოლიტიკა

Copyright © 2026 | Created By Integral Web Studio.

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა