მიღება
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის შედეგების საფუძველზე სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში მიღება და რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• ადმინისტრაციული რეგისტრაცია,
• უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება,
• ხელშეკრულების დადება,
• აკადემიური რეგისტრაცია.
მიღების პროცედურის ვადები:
• საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 2023 წლის 22 აგვისტო - 6 სექტემბერი;
• გამოცდა სპეციალობასა (გასაუბრება/წერითი გამოცდა) და უცხო ენაში - 2023 წლის 5, 7 და 8 სექტემბერი
• შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის 9 სექტემბერი
• აპელაციაზე განცხადებების მიღება - 2023 წლის 9 სექტემბერი 17:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში
• აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება - 2023 წლის 9 სექტემბერი 19:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის მონაკვეთი
• ხელშეკრულების დადება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 2023 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბერი სექტემბრის ჩათვლით
ჩარიცხვის ბრძანების მომზადება 2023 წლის 16 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტები:
• რექტორის სახელზე შევსებული განაცხადი ( მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს)
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი).
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი დედნის წარმოდგენით;
• სამაგისტრო საგამოცდო ბარათი (ამობეჭდილი სახით);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) TOEFL PBTქულათა ოდენობა: არანაკლებ 513 ქულა TOEFL IBT ქულათა ოდენობა: არანაკლებ 65 ქულა IELTS ქულათა ოდენობა: არანაკლებ 5,5 ქულა Cambridge Exam ცოდნის დონე: არანაკლებ FCE)
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედნის წარმოდგენა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამხედროვალდებული პირების შემთხვევაში;
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო ბაკალავრის დიპლომის და დიპლომის დანართის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია უსდ-ის მიერ გაცემული ცნობა (დედანი) ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ იმ პირობით, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი ჩარიცხვის სემესტრის დასრულებამდე უნივერსიტეტში წარმოადგენს დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებულ ასლებს.
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ნიმუშები:
სამართალი
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გამოცდა სპეციალობაში და ტესტირება ინგლისურში.
• სპეციალობის გამოცდის ნიმუში
• ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
საგამოცდო საკითხები:
1. კერძო სამართალი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
2. საჯარო სამართალი ა) საკონსტიტუციო სამართლის მიმართულება (1 კაზუსი სახელმწიფო მოწყობიდან, 1 კაზუსი ადამიანის ძირითადი უფლებებიდან) - საქართველოს კონსტიტუცია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ბ) ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
3. სისხლის სამართალი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტი ინგლისურში.
• გასაუბრების საკითხები
• ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
ადამიანური რესურსების მართვა
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტი ინგლისურში.
• გასაუბრების საკითხები
• ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
თეოლოგია
თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გამოცდა სპეციალობაში და ტესტი ინგლისურში.
• საგამოცდო საკითხები
• ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
საჯარო მმართველობა
საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის მსურველებს ჩაუტარდებათ გამოცდა სპეციალობაში და ტესტი ინგლისურში.
• საგამოცდო საკითხები
• ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
ყველა პროგრამაზე მისაღები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება 51 ქულით, როგორც სპეციალობაში, ასევე ინგლისურ ენაში.
დამატებითი შეთავაზებები სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს:
• სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
• წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
• თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის სწავლა დაფინანსდება შიდა საუნივერსიტეტო გრანტით
დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად დაუკავშირდით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
გოჩა ბარნოვი: ტელ.: 242 22 42/117; ელ.ფოსტა: g.barnovi@sabauni.edu.ge
სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამები
ელენე სიდამონიძე: ტელ.: 242 22 42/114; ელ.ფოსტა: e.sidamonidze@sabauni.edu.ge
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
თამთა გოგოლაძე: ტელ.: 242 22 42/104; ელ.ფოსტა: tamta.gogoladze@sabauni.edu.ge