05ივლ,2021
ონლაინ საზაფხულო სკოლა
ადგილი:ონლაინ
ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაცია იწვევს სტუდენტებს ყოველწლიურ საზაფხულო სკოლაში "ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში" მონაწილეობის მისაღებად. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, იტალიის ქალაქ გუბიოში დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება შეადგენს 100ევროს, საბაუნის სტუდენტები ისარგებლებენ 25%- იანი ფასდაკლებით.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 მაისის ჩათვლით.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა!!! (მინიმუმ B1)
რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრება გაიმართება ონლაინ რეჟიმში, სამშაბათს. (გასაუბრების ბმულს მიიღებენ დარეგისტირებული კანდიდატები ელ.ფოსტაზე)
საზაფხულო სკოლისა და პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:
დამატებითი ინფორმაცია ფედერაციის შესახებ, იხილეთ ვებ-გვერდზე.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი.
საზაფხულო სკოლა ამავე თემაზე პირველად გაიმართა 2019 წლის ზაფხულში, სადაც საბაუნის ორმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ მათი კომენტარები: